საფრანგეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა
საფრანგეთში, ტულუზასთან ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
მაშველებმა სატვირთო მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს, რომლის მანქანაც ხიდის ჩანგრევისას მდინარეში ჩავარდა.
ტულუზის მახლობლად მდებარე პატარა დასახლებაში დაკიდული ხიდი 18 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. მდინარეში სამი ავტომობილი ჩავარდა, მათგან ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო. კიდევ ერთი გარდაცვლილი 15 წლის გოგონაა, რომელიც მანქანაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. ქალი თვითმხილველებმა გადაარჩინეს. სულ ხიდის ჩანგრევის შემდეგ ოთხი ადამიანი გადაარჩინეს.
ხიდი 2003 წელს შეკეთდა, მისი ბოლო ინსპექტირება გასულ წელს ჩატარდა.