საფრანგეთში კატალონიის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორთან დაკავშირებული სამი პირი დააკავეს
საფრანგეთში კატალონიის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორთან დაკავშირებული სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, დაკავებულებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დრის უკაბირთან, რომელმაც იქირავა ავტოფურგონი, რომელიც გასულ ზაფხულს ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებისას გამოიყენეს.
სპეცოპერაცია ფრანგი და ესპანელი სამარალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა. სამივე პირი საფრანგეთის გარის დეპარტამენტში დააკავეს.
თავდასხმები კატალონიაში 2017 წლის 17 აგვისტოს განხორციელდა. თავდაპირველად, ავტოფურგონი ბარსელონას ცენტრში მდებარე რამბლას ქუჩაზე შევარდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, ანალოგიური შემთხვევა მოხდა ბარსელონადან 120 კილომეტრში მდებარე ქალაქ კამბრილსში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი პოლიციამ მოკლა, ასევე დააკავეს ოთხი ადამიანი, მათ შორის დრის უკაბირი, რომელმაც ავტოფურგონი იქირავა. დაკავებულთაგან ორი სასამართლომდე გაათავისუფლეს.