საფრანგეთში, კალეს სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, კალეს სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
თავდაპირველად, 15 ცხედარი ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს. სხვა გარდაცვლილებს კი, მოგვიანებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა საფრანგეთის საზღვაო ძალებმა მიაგნეს. ამასთან, წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს კიდევ ხუთი მიგრანტი.