საფრანგეთში „იკეა“ თანამშრომლების თვალთვალის გამო მილიონი ევროთი დააჯარიმეს
საფრანგეთში „იკეა“ თანამშრომლების თვალთვალის გამო მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავეჯის მაღაზია თანამშრომლების პირადი მონაცემების უკანონო შენახვაში დამნაშავე ცნეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, „იკეა“ რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდა თანამშრომლებს, მათ საბანკო ანგარიშებს ამოწმებდა და ზოგიერთ შემთხვევაში „ყალბ თანამშრომლებს“ სხვა პერსონალზე ანგარიშების მომზადებას ავალებდა.
საფრანგეთის პროკურატურა „იკეასთვის“ სასჯელის სახით 2 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.
საფრანგეთში კომპანია „იკეას“ ყოფილი ხელმძღვანელი ასევე დამნაშავედ ცნეს და ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს რამდენიმე მაღაზიის მენეჯერს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს.
საქმეში ასევე ფიგურირებს ოთხი პოლიციელი, რომელთაც კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მიუწვდებოდათ ხელი.