საფრანგეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, ნორვეგიაში კი შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდა
საფრანგეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, ნორვეგიაში კი საკარანტინო შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდა.
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2 თებერვლიდან ასევე მოიხსნა აუდიტორიის დასწრების შეზღუდვები საკონცერტო დარბაზების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებებისთვის. საფრანგეთში 16 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი ღამის კლუბებს შეეხება, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიხურა. ქვეყანაში მოსახლეობის 76 პროცენტი სრულად არის აცრილი.
პარალელურად, ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ ვარიანტი მძიმე გართულებებს არ იწვევს და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილია. ნორვეგიაში სრულად აცრილი მოსახლების რაოდენობა 74 პროცენტს აჭარბებს.