საფრანგეთში Facebook-სა და WhatsAppp-ს აფრთხილებენ. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და თავისულფების ეროვნული კომისია მათგან მოითხოვს, შეწყვიტონ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევა. მათი შეშფოთების საგანია ის პრაქტიკა, რომ მიმოწერის აპლიკაცია და სოციალური ქსელი მომხმარებელთა მონაცემებს აწვდიან ერთმანეთს.
კომისიის განცხადებით, მომხმარებელთა მონაცემების ბიზნეს ანალიტიკის მიზნით გადაცემა არავითარ კანონიერ საფუძველს არ ემყარება და კანონის დარღვევას წარმოადგენს.
სააგენტომ WhatsApp-ს ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ერთი თვე მისცა.