საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს
საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს

საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყდნობით იუწყება.

Associated Press-ის ცნობით, ეჭვმიტანილების ძალადობრივი გეგმა არასრულფასოვანი იყო. საფრანგეთის მედიასაშუალებები კი იუწყებიან, რომ დაკავებულები ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები იყვნენ.

როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები ლიონის სამხრეთ ნაწილში, გერმანიისა და ლუქსემბურგის საზღვართან ახლოს დააკავეს. ოპერაცია საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექციის წევრებმა ჩაატარეს.