საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნას აქციებზე აპროტესტებდნენ
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნას აქციებზე აპროტესტებდნენ

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით ორმოცდაათი დემონსტრაცია იმართება, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად, მიშელ ბარნიეს დანიშვნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციები ორგანიზებულია პროფკავშირების, სტუდენტური და ეკოლოგიური ორგანიზაციების, ასევე მემარცხენე პოლიტიკური ძალების მიერ.

აქციის მონაწილეები მაკრონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უარი თქვა პრემიერ-მინისტრად დაენიშნა გაერთიანებული მემარცხენე კოალიციის წარმომადგენელი, რომელმაც საფრანგეთში ივლისის დასაწყისში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე მეტი მანდატი მიიღო.

მიტინგები, სხვა ქალაქებთან ერთად, ბორდოში, მარსელსა და პარიზში მიმდინაროებს. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ პარიზში აქციაზე 20-დან 40 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.

წინა მასშტაბური დემონსტრაციები მაკრონისა და მის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრ ბარნიეს წინააღმდეგ 7 სექტემბერს გაიმართა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს ხანში იგეგმება საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობის ოფიციალურად გამოცხადება. ამ მთავრობას თანამდებობების უმრავლესობას პრეზიდენტ მაკრონი მხარდამჭერი პარტიებისა და მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა დაიკავებენ.