საფრანგეთში ძლიერი ქარის გამო, 140 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
საფრანგეთში ძლიერი ქარის გამო, 140 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს. ძლიერი ქარის გამო, ყველაზე მეტად ოვერნ-რონა-ალპების რეგიონი დაზარალდა.
ქალაქ სენტ-ეტიენში ერთ-ერთი შენობიდან, რომლის სახურავიც დაზიანდა, 17 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სტიქიის გამო, სენტ-ეტიენსა და ლიონს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყვეტილი იყო.