საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში დაუშვებენ
საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში დაუშვებენ

საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან მოქალაქეებს 23 დეკემბრიდან „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში დაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთმა და სხვა ერვოპული ქვეყნების ნაწილმა დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ორშაბათს ჩაკეტეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდა. საზღვრების ჩაკეტვამ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები შეაფერხა.

საფრანეგთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცახდების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან საფრანეგთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ „კოვიდ-19“-ზე ნეგატიურ ტესტს წარადგენენ, რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული.

ახალი წესები ამ ეტაპზე 6 იანვრამდე იმოქმედებს.