საფრანგეთში დანის შეიარაღებული მამაკაცი ქვეითად მოსიარულეებს თავს დაესხა და მათი ხიდიდან გადაგდება სცადა
საფრანგეთში დანის შეიარაღებული მამაკაცი ქვეითად მოსიარულეებს თავს დაესხა და მათი ხიდიდან გადაგდება სცადა. ინფორმაციას Novelle Republique ავრცელებს. ფრანგული გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტურში მოხდა. დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დანის შეიარაღებულმა მამაკაცმა ხიდზე გამვლელი შეიპყრო და მისი გადაგდება სცადა. 30 წლის ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
თავდასხმის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა ფრანგულ საინფორმაციო პორტალ France Info-ის ცნობით, თავდასხმის დროს ბოროტმოქმედი არაბულ შეძახილებს სკანდირებდა ფა პოლიციას ცეცხლის გახსნისკენ მოუწოდებდა.