აშშ-ის ქალაქ საკრამენტოში, კალიფორნიის შტატში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაშავდა

12:27, 18.07.2021

აშშ-ის ქალაქ საკრამენტოში, კალიფორნიის შტატში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაშავდა. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, 23:45 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთივს უცნობია. პოლიცია ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების ვერსიას განიხილავს. სამართალდამცველებს ორი ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.

სროლის ხმა იყო ვაშინგტონშიც, ბეისბოლის „ნეშენალს პარკის“ სტადიონთან, სადაც შეჯიბრი მიმდინარეობდა. სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა. პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს. მომხდარის გამო, თამაში გადაიდო.

მსგავსი