საფრანგეთში დააკავეს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე მამაკაცი, რომელსაც სასტუმროში ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა
საფრანგეთში დააკავეს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე მამაკაცი, რომელსაც სასტუმროში ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა

საფრანგეთში უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასტუმროში ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა. დონბასში მცხოვრები მამაკაცი დაკავებულია „ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის“ ბრალდებით.

უკრაინელი მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მას შემთხვევით აცეტონის პეროქსიდი აუფეთქდა. იგი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გაკეთებას ცდილობდა.

დამწვრობის მიღების გამო მამაკაცი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დააკავეს. ჩხრეკისას მის სასტუმრო ოთახში ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად განკუთვნილი მასალები ​​იპოვეს. სასტუმრო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ფული, რამდენიმე ყალბი პასპორტი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მედიის ცნობით, განიხილება ვერსია, რომ მამაკაცი, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა.