საფრანგეთში დააკავეს ქალაქ ავალონის მერი, რომლის სახლშიც 70 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს
საფრანგეთში დააკავეს ქალაქ ავალონის მერი, რომლის სახლშიც 70 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

ფრანგული მედიის ცნობით, ბურგუნდიაში მდებარე ქალაქ ავალონის მერის, ჯამალა აბსავის სახლში 7 აპრილს პოლიცია შევიდა და ჩხრეკისას აღმოაჩინეს 70 კილოგრამი მარიხუანა. ამის შემდეგ დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი და მისი ძმები, რომელთაგან ერთ-ერთს პოლიცია უკვე უთვალთვალებდა, რადგან ის ნარკოვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი.

არაოფიციალური ცნობებით, კანაბისი მერის სახლის მიშენებულ ნაწილში იპოვეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა, კანაბისთან ერთად, აღმოაჩინეს ერთი კილოგრამი კოკაინი, შვიდი ათასი ევრო და 20 ოქროს ზოდი.

ამჟამად გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, იცოდა თუ არა ქალაქის მერმა, რომ მის სახლში ნარკოტიკები ინახებოდა.