საფრანგეთის დასავლეთ რეგიონის ცხრა ქალაქის მერებმა მოსახლეობას ავად ყოფნა აუკრძალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცხრა მერის გადაწყვეტილება სიმბოლურია და ამ ჟესტით მათ სურთ, მთავრობის ყურადღება მიიქციონ, რადგან ქალაქებში ექიმების ნაკლებობაა.
დოკუმენტში, რომლითაც მოსახლეობას ავად გახდომა ეკრძალება ასევე ნათქვამია, რომ ეფექტური სამედიცინო სერვისების მისაღებად მოქალაქეებს პარიზში წასვლა მოუწევთ.
მერები ამბობენ, რომ ბრძანებას იურიდიული დატვირთვა არ გააჩნია.
საფრანგეთის ცხრა ქალაქის მერების თქმით, რეგიონში მცხოვრები 560 000 ადამიანიდან 70 000-ს ექიმთან წვდომა არ აქვს.