საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 483 ადამიანი ემსხვერპლა. ფრანგული მედია წერს, რომ ეს არის „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 28 000-ს გასცდა. სააგენტო „ფრანს 24“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ხანდაზმულთა სახლებში 429 ადამიანი, 54 კი საავადმყოფოებში დაიღუპა.
„კოვდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში და ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებში კვლავ შემცირდა.