საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 292 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსის შედეგად 292 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საფრანგეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 606-ს მიაღწია.
ირანის, ჩინეთის, ესპანეთისა და იტალიის შემდეგ, ახალი კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა საფრანგეთში ფიქსირდება.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 174 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში 17 მარტის შემდეგ კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.