საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 111 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 29 547-მდე გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილებს შორის 38 საავადმყოფოში, ხოლო 73 ხანდაზმულთა თავშესაფრებში დაიღუპა.
ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 157 716 შემთხვევა.
ამჟამად საავადმყოფოში 10 535 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 820 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.