საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 429 შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ერთ დღეში კორონავირუსის 5 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეისთვის საავადმყოფოში მკურნალობს 4 600-მდე პაციენტი, მათგან 410-ის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ვირუსს ქვეყნის მასშტაბით 30 544 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 290 ათასს აღემატება.