საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 87 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 2 ივნისის შემდეგ გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ზედიზედ უკვე მეშვიდე დღეა, საფრანგეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 100-ზე ნაკლებია.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კორონავირუსით ქვეყანაში 8 ივნისს 54 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 ივნისს – 13.
„კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სულ 29 296 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო დღე-ღამეში გაზრდილია „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხი. კერძოდ, გამოვლინდა 403 ახალი ინფიცირებული. წინა დღის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 211-ს შეადგენდა.