საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 240 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ევროპულ ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი ჩინეთის, იტალიის, ირანისა და ესპანეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 300-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულების რიცხვი 12 პროცენტით გაიზარდა.