საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 155 ადამიანი დაინფიცირდა, 551 პაციენტი კი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 551 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ქვეყანაში „კოვიდა-19“-ის მეორე ტალღის დროს გამოვლენილი რეკორდული მაჩვენებელია.
ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 20 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 690 პაციენტია მოთავსებული. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბევრად უარესი ვითარება ელით წინ. საფრანგეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 1 856 292 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 41 049 პაციენტი გარდაიცვალა.