საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 26 ათასს მიაღწია. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, კლების დინამიკა შეინიშნება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ამჟამად 2961 პაციენტი მკურნალობს, რაც 25 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში კი, საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 200-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული.
საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის გამო, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ გაუქმებას 11 მაისიდან დაიწყებს. რაც შეეხება საზღვრებს, ის ივნისის შუა რიცხვებამდე დაკეტილი იქნება.