საფრანგეთში ბავშვის სკოლაში 3 წლის ასაკიდან შეყვანა სავალდებულო გახდა
საფრანგეთში ბავშვის სკოლაში 3 წლის ასაკიდან შეყვანა სავალდებულო გახდა

საფრანგეთში ბავშვების სკოლაში შეყვანა 3 წლიდან სავალდებულო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. ამდენად, ფრანგი ბავშვები ევროპის მასშტაბით ყველაზე ადრე დაიწყებენ სკოლაში სიარულს. თუმცა, როგორც ფრანგული Le Monde იტყობინება, სიახლე ბევრ ბავშვს არ შეეხება, რადგან ფრანგი ბავშვების დიდი ნაწილი ისედაც 3 წლიდან სწავლობს.

გამონაკლისს წარმოადგენდნენ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები. მაკრონის თქმით, ცვლილებები განათლების სფეროში დამკვიდრებულ უთანასწორობას აღმოფხვრის. მანამდე საფრანგეთში სასკოლო სავალდებულო ასაკი 6 წელი იყო.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბავშვების სკოლაში 6 წლიდან შეჰყავთ. გამონაკლისია კვიპროსი, მალტა, შოტლანდია და უელსი. იქ სასკოლო ასაკი 5 წელია. 7 წლიდან დადიან სკოლაში ბულგარელი, პოლონელი, ესტონელი, ფინელი, ლატვიელი, ლიტველი, სერბი და შვედი ბავშვები.