საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდენის რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ორი ადამიანი, მფრინავი და ერთ-ერთი მგზავრი. სულ თვითმფრინავის ბორტზე 4 ადამიანი, პილოტი და 3 მგზავრი იმყოფებოდა. 20 და 32 წლის ახალგაზრდები ავიაკატასტროფას გადაურჩნენ. თვითმხილველთა განცხადებით, თვითმფრინავს სიმაღლის აკრეფაზე პრობლემები შეექმნა.
კატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.