საფრანგეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საფრანგეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საფრანგეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვარის რეგიონში ერთმანეთს არმიის საწვრთნელი სკოლის ორი ვერტმფრენი შეეჯახა.

ავიაკატასტროფა სენ-ტროპედან 50 კილომეტრში, კარსეს ტბასთან მოხდა. ადგილობრივი ჟანდარმერიის ცნობით, ერთ ვერტმფრენში სამი, მეორეში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ხელისუფლებამ პოლიციისა და არმიის ვერტმფრენები და 20 ჯარისკაცი გაგზავნა.