საფრანგეთში ავღანელ და ერიტრეელ მიგრანტებს შორის ჩხუბის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა
საფრანგეთში ავღანელ და ერიტრეელ მიგრანტებს შორის ჩხუბის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კალეში ავღანელ და ერიტრეელ მიგრანტებს შორის ჩხუბის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. კიდევ ორ პირს შედარებით მსუბუქი ჭრილობები აქვს, 12-ს კი სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტში 200-მდე ერიტრეელი მიგრანტი მონაწილეობდა. ისინი ავღანელ მიგრანტებს ემუქრებოდნენ.