საფრანგეთში აუცრელი ზრდასრულებისთვის „კოვიდ-19“-ის ტესტები ფასიანი გახდება
საფრანგეთში აუცრელი ზრდასრულებისთვის „კოვიდ-19“-ის ტესტები უფასო აღარ იქნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტესტის ღირებულება 22-დან 45 ევრომდე მერყეობს.
საფრანგეთში ტურისტული ადგილების მოსანახულებლად, ასევე მატარებლებსა და თვითმფრინავებში აუცილებელია კოვიდპასპორტის ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
საფრანგეთში მოსახლეობის 74 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 7 074 276 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 117 211 ადამიანი.