საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით პარლამენტის 18 დეპუტატია ინფიცირებული
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით პარლამენტის 18 დეპუტატია ინფიცირებული

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით პარლამენტის 18 დეპუტატია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სულ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დადასტურებულია კორონავირუსის 26 შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის 18 დეპუტატი და მათი ოფისების ოთხი თანამშრომელია, დანარჩენები პარლამენტის სხვა თანამშრომლები არიან.

საფრანგეთში კორონავირუსის 6600-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 148 ადამიანი.