საფრანგეთის სამხრეთით, ბოლენის კომუნაში, 20 წლის მამაკაცი სამართალდამცველების თავს დაესხა.
ფრანგული მედიის ცნობით, მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი.
ერთ-ერთ მათგანს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
თავდამსხმელი კერამიკული დანით იყო შეიარაღებული. პოლიციამ ის ელექტრო შოკის საშუალებით გაანეიტრალა და დააპატიმრა.
როგორც გაირკვა, თავდამსხმელი სამართალდამცველთა მიერ რადიკალიზაციაში იყო ეჭვმიტანილი.