საფრანგეთში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა
საფრანგეთში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა

საფრანგეთის სამხრეთით, ბოლენის კომუნაში, 20 წლის მამაკაცი სამართალდამცველების თავს დაესხა.

ფრანგული მედიის ცნობით, მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი.

ერთ-ერთ მათგანს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

თავდამსხმელი კერამიკული დანით იყო შეიარაღებული. პოლიციამ ის ელექტრო შოკის საშუალებით გაანეიტრალა და დააპატიმრა.

როგორც გაირკვა, თავდამსხმელი სამართალდამცველთა მიერ რადიკალიზაციაში იყო ეჭვმიტანილი.