საფრანგეთში აცხადებენ, რომ ჩერნიგოვზე თავდასხმა არის რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის განზრახ მიტანა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
„ეს არის რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას, რათა ეს დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საფრანგეთი არასდროს შეწყვეტს რუსეთის ქმედებების, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელების დაგმობას.
ჩერნიგოვზე რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, ხოლო, სულ მცირე, შვიდი პირი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა ჩერნიგოვის ცენტრში, დრამატულ თეატრზე განახორციელეს.