საფრანგეთში 15 დეკემბრიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. ბუსტერ დოზით არ იქნებიან აცრილი, მწვანე პასპორტით ვეღარ ისარგებლებენ
საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლლივიე ვერანის განცხადებით, დადგენილებაში ცვლილებები შევა ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებითაც. 15 დეკემბრიდან 65 წელს გადაშორებული ადამიანებისთვის მწვანე პასპორტი ძალაში აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული. 15 იანვრიდან კი ცვლილება გავრცელდება ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე.
ამ ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. გასული 24 სათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 000 ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია, რადგან ადამიანების ნაწილმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ვაქცინის გაკეთებაზე.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 7 483 282 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 118 734 ადამიანი გარდაიცვალა.