საფრანგეთსა და იტალიაში ე.წ. კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
საფრანგეთსა და იტალიაში ე.წ. კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პარიზის ქუჩებში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ე.წ. კოვიდპასპორტების მოქმედების ვადის 2022 წლის ივლისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
საბოლოოდ ამ საკითხზე კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატში, სენატში 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტები ივნისში შემოიღეს და მათი ვადა წელს ნოემბერში იწურებოდა. საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტების თაობაზე საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. ანალოგიური მდგომარეობა იტალიაშიც, სადაც მოქალაქეთა ნაწილი ასევე ითხოვს ე.წ. კოვიდპასპორტების გაუქმებას.
ამ მოთხოვნით აქციები მილანსა და ტრიესტიშიც გაიმართა. 15 ოქტომბრიდან იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დასაქმებული ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისას ე.წ. კოვიდპასპორტი წარადგინოს.