საფრანგეთმა მუსლიმურ ქვეყნებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა
საფრანგეთმა მუსლიმურ ქვეყნებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

საფრანგეთმა მუსლიმურ ქვეყნებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც რამდენიმე ქვეყანაში საფრანგეთის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

კერძოდ, საფრანგეთის უწყებამ გაფრთხილება გაავრცელა ინდონეზიაში, თურქეთში, ბანგლადეშსა და ერაყში მყოფი მოქალაქეებისთვის. მათ მოუწოდებენ, მასობრივი შეკრებებისგან თავი შორს დაიჭირონ.

საქმე ეხება საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობას, რასაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მკაცრი განცხადება მოჰყვა. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა პედაგოგის, სამუელ პატის მკვლელობაში ბრალდებული ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქეა. მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად მასწავლებლის მიერ კლასში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებას ასახელებენ.

მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. მისივე თქმით, საფრანგეთში სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება და კარიკატურებისა გამოქვეყნება არ შეწყდება.

საპასუხოდ, თურქეთში, ბანგლადეში, ყატარსა და ქუვეითში ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდნენ.