საფრანგეთმა ჩოგბურთში ფედერაციის თასი მოიგო
საფრანგეთმა ჩოგბურთში ფედერაციის თასი მოიგო

ავსტრალიის ქალაქ პერტში დასრულდა ქალებში მთავარი გუნდური ტურნირი – ფედერაციის თასი.

ტიტულის ბედი ხუთმატჩიანი ფინალის ბოლო შეხვედრაში გადაწყდა. ეს იყო წყვილთა მატჩი, რომელშიც კაროლინ გარსიამ და კრისტინა მლადენოვიჩმა ორ სეტში მოუგეს ეშლი ბარტისა და სამანტა სტოსურის დუეტს.

ფინალის გმირი მლადენოვიჩი აღმოჩნდა, რომელიც სამიდან სამი მატჩი (ორი ერთეულებში, ერთი – წყვილებში) მოიგო, მათ შორის, მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ეშლი ბარტისთან.

საფრანგეთმა არსებობის ისტორიაში მესამედ და ბოლო 16 წელიწადში პირველად მოიგო ფედერაციის თასი.

ავსტრალია-საფრანგეთი 2:3

0:1 აილა ტომლიანოვიჩი-კრისტიან მლადენოვიჩი 1:6, 1:6

1:1 ეშლი ბარტი-კაროლინ გარსია 6:0, 6:0

1:2 ეშლი ბარტი-კრისტიან მლადენოვიჩი 6:2, 4:6, 6:7(1)

2:2 აილა ტომლიანოვიჩი-პოლინ პარმენტიე 6:4, 7:5

2:3 ბარტი/სტოსური-გარსია/მლადენოვიჩი 4:6, 3:6