საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე დაიწყო
სენ-პიერისა და მიკელონის ზღვისიქითა გაერთიანებაში საფრანგეთის ვადამდელი არჩევნები უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
სენ-პიერისა და მიკელონის შემდეგ კენჭისყრა დაიწყება კარიბის ზღვის აუზის იმ კუნძულებზე, რომლებიც ფრანგულ ტერიტორიად ითვლება, ასევე ფრანგული გვიანის სამხრეთამერიკულ ტერიტორიაზე.
ამის შემდეგ ხმის მიცემა დაიწყება წყნარი ოკეანეს საფრანგეთის ტერიტორიებზე, მოგვიანებით კი – ინდოეთის ოკეანეში მდებარე ტერიტორიაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდება, ხოლო მეორე ტური – 7 ივლისს.