საფრანგეთის ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენმა ემანეულ მაკრონთან ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
საფრანგეთის ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენმა ემანეულ მაკრონთან ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებთან დასასწრებად საფრანგეთში იმყოფება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერის შეხვედრის საუბრის თემები ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინა იყო.

„ჩვენ ერთად ვაორმაგებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით, ლიბანში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის და აშშ-ის პირველი პირები ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება სახლში და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.