საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის თავმჯდომარე ამომრჩევლებს მოუწოდებს, მის პარტიას აბსოლუტური უმრავლესობით მისცენ ხმა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის თავმჯდომარე ამომრჩევლებს მოუწოდებს, მის პარტიას აბსოლუტური უმრავლესობით მისცენ ხმა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ამომრჩევლებს მოუწოდებს, მის პარტიას აბსოლუტური უმრავლესობით მისცენ ხმა, რათა მათ ეფექტური მართვა შეძლონ.

ბარდელას თქმით, თუ არჩევნებში მხოლოდ მცირედი სხვაობით მოიგებს, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებს.

„სხვაობა გაბრიელ ატალსა და ჩემ შორის ისაა, რომ მე არ ვაპირებ, პრეზიდენტის თანამოაზრე ვიყო. არჩევნებში მე ვარ არა მხოლოდ გონიერების, არამედ სიმართლის კანდიდატიც. ამიტომ ფრანგ ხალხს ვეუბნები, რომ მოქმედებისთვის მჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა. პრემიერ-მინისტრი შედარებითი უმრავლესობით კოჰაბიტაციაში ბევრი რამის შეცვლას ვერ შეძლებს“, – აღნიშნავს ბარდელა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ ეტაპად, 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.