საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი შავი ზღვის საჰაერო სივრცეში მოძრავი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებოდა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი შავი ზღვის საჰაერო სივრცეში მოძრავი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებოდა.
როგორც „ესოშიეთედ პრესი“ წერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ იანვარში რუსეთი იმ ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებოდა, რომლებიც შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ.
ლეკორნიუს მომხდარის დეტალების არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ რუსეთი „უბრუნდება აგრესიულ პოზიციას, რომელიც წააგავს საბჭოთა კავშირის ქცევას ცივის ომის დროს“.
საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების პილოტები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პატრულირებას რეგულარულად ახორციელებენ, რაც, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის პირობებში, ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.