საფრანგეთის შს მინისტრი - 2018 წელს ექვსი ტერაქტი აღვკვეთეთ
საფრანგეთის შს მინისტრი - 2018 წელს ექვსი ტერაქტი აღვკვეთეთ

საფრანგეთის ხელისუფლებამ წლის დასაწყისიდან ექვსი ტერაქტი აღკვეთა, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა გააკეთა.

კასტანერის თქმით, ტერორისტული თავდასხმის საფრთხე საფრანგეთში მაღალი რჩება, თუმცა მისი ფორმა შეიცვალა.

„2018 წელს ექვსი ტერაქტი აღვკვეთეთ, თუმცა ვიტყოდი, რომ იყო ბევრი სხვა შემთხვევევაც“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს საფრანგეთის ციხეები ტერორიზმის მუხლით გასამართლებულმა 48 პირმა დატოვა. ისინი ახლაც სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.