საფრანგეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი კრისტოფერ კასტანერი გახდა, – ამის შესახებ ელისეის სასახლეში ოფიციალურად დაადასტურეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეთავაზების საფუძველზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში მმართველი პარტიის ლიდერი, კრისტოფერ კასტანერი დანიშნა.
საფრანგეთის უკვე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, ჟერარ კოლონის მიერ პოსტის დატოვების შესახებ 3 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
ბოლო რამდენიმე თვეში სამი მინისტრის გადადგომის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გადახალისების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ფრანკ რიესტერი უხელმძღვანელებს, სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დიდე გიიომი გახდება. ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟან-ივ ლე დრიანმა თანამდებობები შეინარჩუნეს.