საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - სამართალდამცველებმა პარიზის გარეუბანში უკანონოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკის დაშლა დაიწყეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა დღეს დილიდან პარიზის გარეუბანში უკანონოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკის დაშლა დაიწყეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
არსებული ინფორმაციით, ბანაკში, სადაც სანიტარული პირობები არ არის დაცული, 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი ძირითადად ავღანეთიდან, სუდანიდან, ეთიოპიიდან და სომალიდან ჩასული ლტოლვილები არიან.
მათ ქვეყნის ფარგლებში მოწყობილ 26 სხვადასხვა მიგრანტთა ცენტრში გადაანაწილებენ.