საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სარკინიგზო სისტემაში მასშტაბური შეფერხების უკან, შესაძლოა, უცხოური ძალა იდგეს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ სარკინიგზო სისტემაში მასშტაბურ შეფერხების უკან უცხოური ძალა იდგეს.
„ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მოხდა თუ არა ეს შიგნიდან ან იყო თუ არა ბრძანება საზღვარგარეთიდან, ამაზე საუბარი ადრეა. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ელემენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ძალიან მალე გავიგებთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მასშტაბური სარკინიგზო შეფერხება მოხდა. სარკინიგზო ოპერატორ კომპანიაში განაცხადეს, რომ საფრანგეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური ქმედებები განხორციელდა, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ლიანდაგების გასწვრივ ინსტალაციებსა და კაბელებს. თავდასხმები განხორციელდა ხაზებზე, რომლებიც პარიზს ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა.