საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის ცენტრისტების ბლოკმა მელანშონის მემარცხენე კოალიციას მცირედით გაუსწრო 
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის ცენტრისტების ბლოკმა მელანშონის მემარცხენე კოალიციას მცირედით გაუსწრო 

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ალიანსი, „ერთად“ დაწინაურდა.

ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო ბლოკმა, ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენეების საარჩევნო ალიანსს 0.1 პროცენტით გადაუსწრო და ხმების 25.8 პროცენტი აქვს.

სოციალისტების, მწვანეებისა და კომუნისტების საარჩევნო ბლოკი ამ დროისთვის ხმების 25.7 პროცენტს აგროვებს. შედეგებს შორის სხვაობა დაახლოებით 20 000 ხმაა.

მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტური „ეროვნული კრება“ 18.6 პროცენტით, მეოთხე ადგილს კი მემარჯვენე რესპუბლიკელები იკავებენ 11.2 პროცენტით.

საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.