საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება კიდევ ორი პირი.

რამდენიმე დასახლებაში ჩარჩენილი მაცხოვრებლების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უამინდობის გამო, სკოლებში შეწყვეტილია სწავლა.

გავრცელებული ცნობით, ხუთი ქვეყნის სამხრეთ რეგიონში საათში 180 მმ ნალექი მოვიდა, რასაც თან ძლიერი ქარიც ახლდა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ორშაბათიდან განგაშის წითელი დონე ექვს დეპარტამენტში გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქში ავტომობილით გადაადგილებისგან, რადგან სტიქიამ არაერთი გზა გაანადგურა.