საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთისა და იტალიის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ორი ადამიანია გარდაცვლილი საფრანგეთის სენტ-მაქსიმის მუნიციპალიტეტში. მათი ავტომობილი წყალმა გზიდან ზღვაში წაიღო. ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი იტალიის კუნძულ სარდიანიაზე დაიღუპა.

ძლიერი წვიმის გამო, კუნძულზე მდინარე სანტა-ლუჩიაზე გამავალი ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.
მანამდე, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა.