საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის რაოდენობას შეამცირებენ
საფრანგეთი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობას 30%-ით შეამცირებს. ამჟამად ეროვნულ ასამბლეაში 577 მანდატია. ამასთან, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, კანონმდებელთა 15%-ის არჩევა უკვე პროპორციული წესით მოხდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება მმართველ პარტია „წინ რესპუბლიკასა“ და ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად სენატს შორის უკვე მიღწეულია.
საკანონმდებლო რეფორმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.