საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი - ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფრნაგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნესთან.
შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.