საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი – ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე

15:18, 18.02.2024

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფრნაგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნესთან.

შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.

მსგავსი